10 მაისს, მთაწმინდის პარკში, ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება.
ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც ტრადიციულად მაისის მეორე შაბათს ტარდება, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ბოლო მოსავლის (2024 წლის) საუკეთესო ღვინოებს წარმოადგენენ.
აღნიშნული ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ დაწვრილებით ისაუბრა ღონისძიების ორგანიზატორმა ნათია გაჩეჩილაძემ:
ახალი ღვინის ფესტივალს ასევე დაესწრებიან: ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, იმპორტიორები და ღვინის ბარ-რესტორნების წარმომადგენლები.
საფესტივალო სივრცეში სტუმრებს დახვდებათ კარგი მუსიკა, სახალისო პროგრამა და გათამაშება.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.