LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მიზეზი, რის მიხედვითაც Android-ი iOS-ზე მაგარია

83

ცნობილი პორტალი Android Authority აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ჩამოთვლილია 10 მთავარი მიზეზი, რისი მიხედვითაც Android-ი Apple-ის საავტორო ოპერაციულ სისტემას – iOS-ს ჯობია.

2013 წლიდან მოყოლებული, Android-ის უსაფრთხოება ორჯერ გაიზარდა, თუმცა უახლოეს წარსულშიც, Google-ის ღია კოდით დაწერილი სისტემა, რაღაც კრიტერიუმებით, ყველაზე პოპულარულ მობილურ ოპერაციულ სისტემას მაინც სჯობდა.

როგორც Android Authority ამტკიცებს, ,,მწვანე რობოტის’’ დღევანდელი პოპულარობა არამხოლოდ გაჯეტების მრავალფეროვნებაში, არამედ მის მრავალფუნქციურობასა და თავისუფლებაშია.

გთავაზობთ 10 მთავარ მიზეზს, რატომ ჯობია Android-ი iOS-ს:

 

1. მოწყობილობების ფართო არჩევანი

Google-ის სისტემაზე არსებული დივაისები ერთმანეთისგან დიზაინით, ფორმით, კამერითა და ზომით განსხვავდება. შესაბამისად, Android-ზე არსებული დივაისების ფართო არჩევანი საშუალებას აძლევს ნებისმიერი გემოვნების ადამიანის საკუთარი სურვილის მიხედვით, ყველაზე შესაბამისი მოწყობილობა შეარჩიოს.

 

2.  პროდუქტის ფასი, რომელიც ინდივიდუალურად, პრიორიტეტებით რეგულირდება

რა საჭიროა გადაიხადოთ ერთ მოცემულობაში გაცილებით ძვირი, როცა არ გჭირდება დიდი დისფლეი, მაგრამ გჭირდება კარგი პროცესორი ან კამერა. ამ სეგმენტში Android-ი უპირობო ლიდერია. გაჯეტების მრავალფეროვნება მათი ფასის განსხვავებულობას განაპირობებს.

 

3. ვიზუალური მხარის ინდივიდუალურად გაფორმება

ერთიდაიმავე გაჯეტის რამდენიმე ფერი, ინდივიდუალური დიზაინი (რომელიც მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე შეიძლება შეირჩეს), განსხვავებული მატერიალი, განსხვავებული მონაცემები: ეს სწორედ ის დეტალებია, რომლის შეცვლაც Asus-მა და Motorola-მ, საკუთარი გაჯეტების ახალი კლასის წარმოდგენისას, მომხმარებელს მიანდო. პოტენციურ მყიდველს შეუძლია, ონლაინ რეჟიმში აირჩიოს გაჯეტის ფერი, მატერიალი და ა.შ. რაც მთავარია, ყველა მოწყობილობა Android-ის სისტემაზე მუშაობს. მსგავსი რამ iPhone-თან დაკავშირებით, ისტორიას არ ახსოვს.

 

4. პროგრამული მხარე: ვიჯეტები

Widgets – ესაა ერთგვარი მინი ფანჯარა, ან მენიუ, რომლის გამოტანაც სმარტფონის დისფლეიზეა შესაძლებელი. მისი წყალობით, პროგრამის გაუხსენლად შეგიძლიათ გადართოთ მუსიკალური ტრეკი, ჩართოთ სხვადასხვა პროგრამა, გააკეთოთ სწრაფი ჩანაწერი ან უბრალოდ გაალამაზოთ თქვენი სმარტფონის სამუშაო გარემო.

 

5. პროგრამული მხარე: მულტიტასკინგი

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ი გამუდმებით მუშაობს მულტიტასკინგის გასაუმჯობესებლად, მისი ფუნქციები მაინც რჩება ლიმიტირებული, განსხვავებით ,,მწვანე რობოტისგან’’, რომელიც მულტიტასკინგის არა მარტო გაცილებით უკეთეს სისწრაფეს, არამედ, ერთ დისფლეიზე ორ გახსნილ პროგრამაში ერთდროულად მუშაობის საშუალებას გვაძლევს.

 

6. პროგრამული მხარე: ლანჩერები

ლანჩერები, ესაა სამუშაო გარემოს მთლიანად შეცვლის შესაძლებლობა. მაგალითად, არ მოგწონთ თქვენი მოწყობილობის ქარხნული პროგრამული სამუშაო გარემო, ხატულები, სიმბოლოები? Android-ზე ინდივიდუალური დიზაინის დაყენება სისტემის პროგრამული გატეხვის გარეშეა შესაძლებელი. აღნიშნული ფუნქცია აბსოლუტურად არათავსებადია iOS-ზე.

 

7. პროგრამული მხარე: Custom ROM (მოდიფიცირებული სისტემა)

Custom Rom-ები ესაა მოდიფიცირებული Android-ის სისტემები, რომელიც ოფიციალური EULA ლიცენზიით ვრცელდება. ყველა Custom Rom-ი მუშაობს იმავე ბირთვზე, რაზეც ოფიციალური Android-ის სისტემა. ზოგიერთი Custum Rom-ი ადაპტირებულია გარკვეულ სეგმენტზე. მაგალითად, თამაშების მოყვარულთათვის, არსებობს სისტემის სპეციალური მოდიფიკაცია, რომელიც შიდა ანიმაციების მინიმალიზებით, ცდილობს გრაფიკული ამაჩქარებლის მაქსიმალურად დატვირთვას, რაც თამაშების სისწრაფეს და უკეთეს წარმადობას განაპირობებს. აღნიშნული ფუნქცია არ გვხვდება Apple-ის საავტორო სისტემაზე.

 

8. Google-ის ინტეგრაცია

საძიებო სისტემის ინტეგრაცია, რომელიც უკეთეს Web-სა და გაცილებით სწორ შემოთავაზებებს (Suggestions) გულისხმობს. Apple-ის მომხმარებლებისთვის, აღნიშნული ფუნქცია, დამატებითი ფუნქციის სახითაა ხელმისაწვდომი, მაშინ, როცა Android-ის სისტემა სწორედ Google-ის საძიებო სისტემაზე დგას.

 

9. Google Now და Google Services

Google-ის სერვისები და ხმოვანი ძებნის ფუნქცია, რომელიც შეიძლება რაღაცით ჩამოჰგავს Apple-ის ანალოგიას – სახელად ,,Siri”, თუმცა, Android-ის შემთხვევაში, ძებნის სისტემას გაცილებით უკეთ შეუძლია რეზულტატების ფილტრაცია და სინქრონიზება სერვერთან, ვიდრე, ვაშლის პერსონალურ ასისტენტს.

 

10. გაცილებით მეტი უფასო თამაში და აპლიკაცია

Google-ის მარკეტი, გაცილებით ,,კეთილია” მომხმარებლის მიმართ, როცა საქმე უფასო აპლიკაციებსა და სხვადასხვა სახის კონტენტზე მიდგება. მაგალითად, არსებული აპლიკაციებიდან, Android-ის Play Store-ი 20%-ით მეტ სოფტს გვთავაზობს აბსოლუტურად უფასოდ, ვიდრე iOS-ი. მართალია, პირველად აპლიკაციები, როგორც წესი, iOS-ისთვის იქმნება ხოლმე, მაგრამ რაც მთავარია, ის, რაც შეიძლება თუნდაც 1 დოლარი ღირდეს Appstore-ში, მოგვიანებით კონკურენტ პლათფორმაზე აბსოლუტურად უფასოდ შეიძლება  იპოვოთ.