LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 პროდუქტი, რომელიც ანემიის ანუ დაბალი ჰემოგლობინის დროს უნდა მიირთვათ

855
10 პროდუქტი, რომელიც ანემიის ანუ დაბალი ჰემოგლობინის დროს უნდა მიირთვათ

არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ ჩვენ ვსუნთქავთ ჰემოგლობინის დახმარებით, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზში მისი მაჩვენებელი ასეთი მნიშვნელოვანია.

თუ ჰემოგლობინის დონე დაბალია, ექიმები პაციენტებს რკინისა და ფერიტინის დონის განსაზღვრას ურჩევენ, რადგან მათი დეფიციტის დროსაც, უკვე თამამად შეიძლება დაისვას ანემიის დიაგნოზი. ანემია საკმაოდ რთული დაავადებაა და მას ექიმის კონსულტაცია სჭირდება, თუმცა, ის რაც ჩვენ შეგვიძლია სახლის პირობებში გავაკეთოთ, ეს გახლავთ შევარჩიოთ ის პროდუქტები, რომლებიც ანემიის დროს დაგვეხმარება. საინტერესოა, რომ დაბალი ჰემოგლობინის სიმპტომებს შორისაა, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, ადვილად დაღლა, სიფერმკრთალე.

პირველი, რაც რაციონში უნდა გქონდეთ, ეს გახლავთ კომბოსტო, ეს პროდუქტი შეიცავს რკინას და  იოდს და მალევე ზრდის ჰემოგლობინის დონეს სისხლში.

მეორე ჩამონათვალში გახლავთ ისპანახი, გარდა დიდი ოდენობის რკინისა, აქ ბევრი მაგნიუმიც შედის.

საქონლის ღვიძლი, რომლის 200 გრამიც კი დღიური დოზა, სრულიად საკმარისია დაბალი ჰემოგლობინის დროს.

მზესუმზირა, ეს ყველასთვის საყვარელი სასუსნავიც რკინის წყაროა, მაგრამ აქაც ზომიერების დაცვაა რეკომენდებული.

ლობიო, არაჩვეულებრივი საკვებია, რომელიც მდიდარია რკინით და მისი მირთმევა რეკომენდებულია როგორც ცალკე, ასევე სალათებში.

კიდევ ერთი სასარგებლო პროდუქტი ანემიის დროს, არის საქონლის ენა. 100 გრამი შეიცავს 30 პროცენტ დღიურ დოზა რკინას ქალებისთვის და 80 პროცენტს, მამაკაცებისთვის, რაც ფანტასტიკურია, მაგრამ მომზადებას საკმაოდ დიდი დროს სჭირდება.

თუ პური აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში, ანემიის დროს უმჯობესია არჩევანი ჭვავის პურზე გააკეთოთ.

ასევე რაციონში აუცილებლად უნდა იყოს წიწიბურა, რომელიც ყველამ ვიცით, რომ რკინის წყაროა.

მართალია წითელი ხიზილალა დელიკატესია, მაგრამ შეიცავს ბევრ რკინას და სასურველია, იშვიათად მაინც მოვახერხოთ მისი შეძენა.

და ბოლოს, ჩამონათალში არის სოკო. ეს მათთვის, ვისაც ეს პროდუქტი გამორჩეულად უყვარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g