LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 პროდუქტი, რომელიც მაღალი წნევის პრობლემას სამუდამოდ მოგიგვარებთ

824
წნევა

მაღალი წნევა ანუ ჰიპერტენზია მსოფლიო მასშტაბით უამრავ ადამიანს აწუხებს და ეს პრობლემა, ექიმთან მიმართვიანობის ძირითადი მიზეზია. მოდით ერთად ვნახოთ, რა პროდუქტებით შეიძლება დავეხმაროთ საკუთარ თავს ამ პრობლემის მოგვარებაში. აღმოჩნდა, რომ არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც სახლის პირობებში, წნევის დარეგულირებაში დაგვეხმარება.

პირველ ადგილზე ჩამონათვალში არის კარტოფილი. ერთ ცალ კარტოფილში დაახლოებით 13  პროცენტი კალიუმია, რაც წნევის დაკლებას უწყობს ხელს, თუმცა ასეთ დროს პროდუქტი მარილის გარეშე უნდა მიირთვათ.

სკუმბრია ზუსტად ის თევზია, რომელიც შეიცავს სასარგებლო ცხიმებს, ომეგა3-ს, რომელიც წნევის რეგულაციაში გვეხმარება, ეს კვლევებით დასტურდება.

უმჯობესია შეარჩიოთ სკუმბრია ისეთი დანამატების გარეშე, სადაც შედის ნატრიუმი. მაგალითად კარგია სკუმბრია, რომელიც გაზავებულია ავოკადოს სანელებლებით.

მესამე ადგილზეა მოხარშული ქათმის ხორცი, რომელიც ერთის მხრივ წნევის დაწევას უწყობს ხელს. მეორეს მხრივ, იცავს გულს და თან, ეხმარება ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინის განდევნაში. ასეთ დროს მოხარშული ხორცი აუცილებლად კანგაცლილი უნდა იყოს.

ამავე ჩამონათვალშია კვერცხის ცილა, როგორც შემწვარი, ასევე მოხარშული, ცნობილი ფაქტია, რომ ცილები უდიდეს როლს ასრულებენ ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, სადაც აკვირდებოდნენ ვაშლისა და კივის როლს მაღალი წნევის მკურნალობის ნაწილში. გამოიკვეთა, რომ აქ კივს საგრძნობი უპირატესობა აქვს, ამიტომ ექიმები მაღალწნევიან ადამიანებს ურჩევენ, დღეში 2-3 კივი მიირთვან.

კიდევე ერთი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჰიპერტენზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მენიუში, ეს ყავისფერი ბრინჯია. მისი ეფექტურობაც, კვლევებით არის დადასტურებული.

მეშვიდე ადგილზე ჩამონათვალში გახლავთ შტოტი, აქამდე ვიცოდით, რომ ეს პროდუქტი კარგი იყო გაციების, ბრონქიტისა და იმუნიტეტის დროს, მაგრამ დადასტურებულად უნდა ითქვას, რომ ის გადასარევია მაღალი არტერიული წნევის დროსაც.

მერვე ადგილზე გახლავთ ფორთოხალი. ზოგადად, ციტრუსებში ბევრი С ვიტამინია, რომელიც თავის მხრივ წნევის მარეგულირებლის ფუნქციასაც ითავსებს.

წნევისთვის გადასარევი საშუალებაა ნუშიც, მაღალი კალორიულობის და ალერგიულობის გამო, მისი დიდი დოზით მიღება, რეკომენდებული არ არის, თუმცა მცირე ულუფებით, აუცილებელი რეკომენდაციაა.

და ბოლოს, მაღალი წნევის დროს, საუკეთესო ბოსტნეული ბროკოლი ყოფილა.  სპეციალისტები მის მიღებას, ყოველდღიურადაც კი გვირჩევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g