LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს” სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!“ – თეა წულუკიანი

378
თეა წულუკიანი

„გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაცია დაიწყო 11 საათზე, რაც წინასწარ იყო საჯაროდ ნათქვამი.“- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

„10 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს” სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!

დაისვენეთ ერთი კვირა, იქნებ ნაკლებად შტერული და ნაკლებად გაცვეთილი იდეები მოგივიდეთ. ერთ hint-ს კი მოგცემდით: სულ არაა საჭირო, დღევანდელ თანამედროვე დღეს, ქუჩაში გაყინვა. თუ ნორმალური ხარ, პოლიტიკის რომელიმე ანბანი გესმის და ხალხის ნდობა გაქვს, ამის მიღწევა სწორი გეგმით, რიტორიკით, კლავიატურაზე კაკუნით და პარლამენტში შესვლით ან კიდევ კაფეში შეკრებებითაც შეიძლება.
ვაი, თქვენს პატრონს (პატრონებს)!

არც კი გრცხვენიათ ზოგიერთი იმ ადამიანის, ვისაც მართლა ცვლილება სურს და არა – ქვეყნის ნგრევა და ატყუებთ, ჩვენ მიგიყვანთ მიზნამდეო. გაყიდულებო!“, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძე: „ინაუგურაციას ვულოცავ საქართველოს ახალ, მე-6 პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს, ეს არის ახალი თავი საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში“

„მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა!“ – მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

სალომე ზურაბიშვილი: „მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები – ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა“

გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაცია დაიწყო…

Posted by წულუკიანი თეა on Monday, December 30, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g