LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საუკეთესო კომედია არაჩვეულებრივი განწყობისთვის

4411

კარგი განწყობა სასიამოვნო საღამოსთვის

შემოდგომა ყოველთვის ლირიულად განგვაწყობს, გვაზარმაცებს და მოღრუბლული ცის ფონზე სულ უფრო ნაკლებად გვინდა სახლიდან გასვლა. ცივ და წვიმიან ამინდში არაფერი ჯობია მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად მყუდროდ მოკალათებას და კარგი ფილმის ნახვას. გთავაზობთ კომედიური ფილმების ათეულს საუკეთესო განწყობის შესაქმნელად.

 

”მზარეული ბორბლებზე” (”Chef”)

ლოს-ანჯელოსის პრესტიჟულ რესტორანში სამსახურის დაკარგვის შემდეგ, ფილმის მავარი პერსონაჟი – შეფ-მზარეული კარლ კასპერი (ჯონ ფერვო) საკუთარ კაფეს ხსნის ”ბორბლებზე” და ცდილობს დაიბრუნოს ოდესღაც დაკარგული კულინარიული შთაგონება, პარარლელურად კი,  მოაწესრიგოს ურთიერთობები საკუთარ ოჯახთან. მშვენიერი ოჯახური კომედია ისეთივე მრავალფეროვანი, ჰაეროვანი და მადიანია, როგორც შეფ-მზარეულის კერძები.

 

”სავსე მთვარის სამეფო” (”Moonrise Kingdom”)

მშობლების სიყვარულს მოკლებული ბოისკაუტის სემ შაკასის და  საკუთარ თავში ჩაკეტილი, ჯადოსნურ სამყაროზე მეოცნებე 12 წლის სიუზი ბიშოპის სიყვარულის ისტორია. ცოტა უცნაური ფილმის  მშვენიერება მის არაორდინალურობაშია და მოზარდებთან ერთად უფროსებისთვისაცაა რეკომენდირებული.

 

”დონ ჟუანის ვნებები” (”Don Jon”)

კონტროლის მოყვარულმა ჯონ მარტელომ მთელი თავისი ცხოვრება მკაცრ წესრიგს დაუქვემდებარა. თუმცა, ერთ დღეს ყველაფერი რადიკალურად იცვლება და ჯონი გულწრფელად ცდილობს შეიცვალოს სიყვარულისთვის და იმ ერთადერთისთვის, ვინც მისთვის ყველა წესრიგზე მნიშვნელოვანია.

 

”საქმე შენშია” (”A Case of You”)

ახალგაზრდა სემი კაფეში სიმპათიურ ოფიციანტს – ბიორდის ხვდება და რა თქმა უნდა თავდავიწყებით უყვარდება. თუმცა, გოგონას დაგვიანების გამო სამსახურიდან ათავისუფლებენ და სემიც კარგავს, რადგან არ იცის მისი სახელი. ერთადერთი შველა სოციალური ქსელია! მისი გვერდის მოძებნის შემდეგ, მორიდებული სემი ვერ ბედავს პირველი ნაბიჯის გადადგმას და  ბიორდის პროფილის გათვალისწინებით, ცდილობს შეიცვალოს, რათა იდეალურად მოერგოს თავის საოცნებო გოგონას.

 

”სასტუმრო ”გრანდ ბუდაპეშტი” (”The Grand Budapest Hotel”)

დრამისა და დეტექტივის ელემენტებით მდიდარი ფილმი, რომელიც ლეგენდარული კონსიერჟის გუსტავის და მისი ახალგაზრდა მეგობრის – პორტიე ზერო მუსტაფას მხიარულ თავგადასავლებზე მოგვითხრობს, ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად ითვლება, რომელიც აუცილებლად სავარძელში მყუდროდ მოკალათებულმა, ჩაის ფინჯნითა და გემრიელი ფნთუშებით შეიარაღებულმა უნდა ნახოთ.

 

”სიყვარული სიტყვებითა და სურათებით” (”Words and Pictures”)

ფილმის მთავარი თემა ხელოვნების სხვადსხვა სფეროებს შორის კონკურენციაა. ინგლისური ენის მასწავლებელი და ხელოვნების პედაგოგი, ერთმანეთს პრესტიჟულ სკოლაში ხვდებიან. მათი რთული ურთიერთობა ნელ-ნელა ნამდვილ ნამდვილ ომში გდადის, მათი მხარდამჭერი სტუდენტები კი, ცდილობენ დაამტკიცონ რა უფრო ძლიერია – სიტყვა თუ გამოსახულება.

 

”წმინდა ვინსენტი” (”St. Vincent”)

სასიამოვნო ოჯახური ფილმი, დრამისა და კომედიის ელემენტებით. სიუჟეტის ცენტრში ბუზღუნა ომის ვეტერანის და 12 წლის ბიჭის რთული ურთიერთობებია – გულგრილობა და ანტიპათია, რომელიც  მალე ნამდვილი მეგობრობაში გადადის, აიძულებს მათ სხვა მხრიდან შეხედონ ერთმანეთს და სამუდამოდ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება.

 

”სიყვარულში გაჭედილი” (”Stuck in Love”)

რეალისტურად გადაღებული ფილმი ჩვეულებრივ ადამიანებზე, მათ ოჯახურ პრობლემებსა და ცხოვრებისეულ წარუმატებლობებზე მოგვითხრობს. სასიამოვნო მუსიკით, მსახიობების ბრწყინვალე თამაშით და  ორიგინალური დიალოგებით ფილმი იდეალურად შეეფერება შემოდგომის მშვიდ საღამოს.

 

”მშვენიერი ფრენსისი” (”Frances Ha”)

ფრენსისი ნიუ-იორკში ცხოვრობს, თუმცა სინამდვილეში მას სახლი არ აქვს. მუშაობს საცეკვაო დასში, თუმცა არაა მოცეკვავე. ჰყავს საუკეთესო მეგობარი, თუმცა ბოლო დროს თითქმის არ ურთოერთობს მასთან. ფრენსის ბევრად უფრო მეტი უნდა, ვიდრე მას სინამდვილეში აქვს, თუმცა მაინც მსუბუქად, უდარდელად და ოპტიმიზმით აგრძელებს ცხოვრებას. ფილმი ნამდვილ მეგობრობაზეა, რომელიც ხშირად სიყვარულზე უფრო ღრმა და მოულოდნელობებით სავსე შეიძლება აღმოჩნდეს.

 

”სულის სამზარეულო” (”Soul Kitchen”)

ახალგაზრდა კაცის ისტორია, რომელიც ჰამბურგში ნაკლებად პოპულარულ რესტორნს ფლობს და აუღელვებლად ცხოვრობს მანამდე, სანამ ყველა უსიამოვნება ერთად არ მოხდება მის ცხოვრებაში. დრამატიზმს მოკლებული ფილმი, კარგი მუსიკითა და მადისმომგვრელი კერძებით, გაგიუმჯობესებთ განწყობას და აუცილებლად გაგიჩენთ სურვილს რაიმე  ორიგინალური მოამზადოთ თქვენი ახლობლებისთვის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g