ყოველწლიურად საქორწინო ფოტოგრაფების ფოტოკონკურსი ტარდება, სადაც წლის საუკეთესო საქორწინო ფოტოგრაფებს ავლენენ. კონკურსში რუსი, მოლდოველი, უკრაინელი და ბელარუსი ფოტოგრაფები მონაწილეობენ.
წელს კონკურსში მონაწილეებმა 20 ათასზე მეტი ფოტოსურათი გააგზავნეს და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
წარმოგიდგენთ 2019 წლის საუკეთესო საქორწინო ფოტოგრაფების სიას.
კრიშტიანო ოსტინელი – იტალია
კრიშტიანო უკვე 15 წელია ქორწილებს იღებს. მას გამორჩეული სტილი აქვს.
ოსტინელმა 2013, 2014 და 2015 წლებში წლის ფოტოგრაფის ჯილდო მიიღო.
ფოტოგრაფიის ლაბორატორია დუმბრავა – რუმინეთი
ანა და დანიელი ქორწილებსა და ნათლობებს იღებენ. ისინი ყოველთვის განსაკუთრებულ და ლამაზ ფოტოებს ჩუქნიან წყვილს, სადაც მათი გრძნობები და განწყობაა ასახული.
ვიქტორ ლაქსი – ესპანეთი
ვიქტორი უკვე ხუთი წელზე მეტია ქორწილებს იღებს. ლაქს გამორჩეული მხატვრული სტილი აქვს, მის ფოტოებში ყოველთვის ჩანს პატარძლის და სიძის ემოცია.
ფრენკ ბუტონი – საფრანგეთი
ფრენკი საქორწინო ფოტოგრაფია, რომელიც ასევე დოკუმენტურ ფოტოგრაფიაშია სპეციალიზირებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში, მან 120-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მოიგო. მისი ფოტოების სხვა ფოტოგრაფების ფოტოებისგან გარჩება ძალიან მარტივია, რადგან გამორჩეული, სპეციფიკური სტილი აქვს.
ფაბიო მირულა – იტალია
ფაბიოს ქორწილების გადაღება უყვარს. ამ სფეროში 2005 წლიდან მუშაობს. ყოველთვის ცდილობს რაღაც განსაკუთრებული და უნიკალური შექმნას თითოეული ქორწილისთვის.
რინო კორდელა – იტალია
რენო თავისი ფოტოებში ემოციების დაფიქსირებას ყოველთვის ახერხებს. ღიმილი, გამომეტყველება, ფიქრი ისტორიაა, რომელსაც იგი თავის ფოტოებში სამუდამოდ ინახავს.
ლუიჯი როტა – იტალია
ლუიჰი როტა ფოტოგრაფიაში 15 წლიდან მოღვაწეობს. ოცი წლის გამოცდილება, საქორწინო ფოტოგრაფიის სფეროში, ეხმარება იყოს გამორჩეული. ის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ფოტოგრაფადაც მუშაობს. 2007 წელს ევროპის პრესტიჟული ტიტული მიიღო (გამოცდილი ევროპელი ფოტოგრაფის ნომინაციაში).
ალბერტო მურიელ პინა – ესპანეთი
ალბერტოს მიაჩნია, რომ ქორწილის გადაღება დიდი პატივია ფოტოგრაფისთვის.
პედრო კაბრერა – ესპანეთი
ჩვენი ცხოვრება უნიკალური და განუმეორებელი მომენტებითა სავსე. პედროს სურს, ყველა მნიშვნელოვანი წუთი დააფიქსიროს, ფოტოებში თითოეული გამომეტყველება, ყველა ჟესტი, ყველა ღიმილი და ყოველი ცრემლი ასახოს. ეს მისი საჩუქარია იმ წყვილებისთვის, რომლებიც მას თავიანთი ქორწილის დღის აღბეჭდვას ანდობენ.
ირინა და რობერტი – რუმინეთი
ირინა და რობერტი ბუქარესტში ცხოვრობენ და საშუალო სკოლის დროიდან მეგობრობენ. ისინი თავიანთი კლიენტებისთვის ყოველთვის საოცარ მომენტებს აფიქსირებენ.