LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.5%-ით გაიზარდა

37
საგარეო ვაჭრობა

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 227 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.5%-ით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 4 მილიარდ 546 მილიონი აშშ დოლარი იყო (34%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 681 მილიონი აშშ დოლარი (33.2%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6 მილიარდ 135 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები