მომღერალი დოდონა ნამორაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ ბავშვობიდანვე კარიერა მისთვის მთავარი ფოკუსის საგანი იყო. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
– რამდენად კარიერისტი ხართ?
– ძალიან კარიერისტი ვარ, ბავშვობიდან ასეთი ვიყავი. 10 წლის ვიქნებოდი, ჩემი ძმა კი – 6-ის და დედა თუ მეტყოდა, ჭურჭელი გარეცხეო, „იმიტომ, რომ გოგო ვარ?“ – ეს იყო ჩემი პირველი კითხვა. ბავშვობიდან ფემინისტი ვარ (იცინის). ამ კითხვას აუცილებლად მოვაყოლებდი ხოლმე: დედა, მე სამეცადინო მაქვს და შენ გინდა, დრო ჭურჭლის გასარეცხად დამაკარგვინო?! დღემდე ვცდილობ, ჩემი დრო კარიერას დავუთმო. ნაკლებად დავდივარ გასართობად. ამის გამო მეგობრები მეჩხუბებიან ხოლმე, არსად დაგვყვებიო, მაგრამ ჩემი კარიერისთვის ასეა საჭირო.
