“10 წლის წინ, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ბოლო შეხვედრის დროს, საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა ოკუპაციას არავინ განიხილავს,” – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მაიკლ მაკფოლის “ტვიტში”, რომლითაც ის ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის განცხადებას ეხმიანება.
ლუკ კოფი წერს, რომ დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა უფრო მეტი უნდა იშრომონ იმისთვის, რომ რუსეთი აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას საერთაშორისო დღის წესრიგში დაუბრუნდეს, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია. როგორც კოფი აღნიშნავს, თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო აღარ ახსენეს არც პუტინის, არც ბაიდენის პრესკონფერენციებზე.
სწორედ ამის საპასუხოდ მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ სწორედ ასე ხდება, როდესაც დასავლეთი წარსულს ივიწყებს და ორიენტირებულია მომავალზე:
“აი, რა ხდება, როდესაც დასავლეთში წარსულს ივიწყებენ და ორიენტირებულნი არიან მომავალზე. 10 წლის წინ, ბაიდენ-პუტინის ბოლო შეხვედრაზე საქართველო მთავარი თემა იყო, ახლა არავინ განიხილავს ოკუპაციას. ვღელავ ყირიმის იგივე ბედის გამო.” – წერს რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი “ტვიტერში” ჰეშთეგით – “არასდროსდაივიწყო”.
This is what happens when we in the West forget about the past and just focus on the future. In the last Biden-Putin mtg 10 years ago, Georgia was the major topic. Now, no one is discussing occupation. Worry about a similar fate for Crimea. #NeverForget . https://t.co/oVAl4SfET0
— Michael McFaul (@McFaul) June 16, 2021
აქვე, შეგიძლიათ იხილოთ ლუკ კოფის “ტვიტიც”:
Georgia’s friends in the West need to work harder at getting Russia’s occupation of Abkhazia & Tskhinvali BACK onto the international agenda!
20% of Georgia is occupied!
Almost unbelievable that Georgia was NOT MENTIONED ONCE in either the Putin or Biden press conferences.
— Luke Coffey (@LukeDCoffey) June 16, 2021