LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 და 102 წლის მეუღლეები – ყველაზე ხანდაზმული წყვილი ჰოლივუდში უკვე 65 წელია ერთადაა (ფოტოები)

735
72211317-2448693158500935-1278361642303750144-n

გულშემატკივრები ყოველთვის სიხარულით და ინტერესით აკვირდებიან ვარსკვლავების სიყვარულს. წყვილი უკვე 65 წელია ერთადაა. მათი თანაცხოვრება გვარწმუნებს, რომ არსებობენ წყვილები, რომლებიც მსოფლიოს პირადად აჩვენებენ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ერთად იცხოვრონ და იზეიმონ არა მხოლოდ ოქროს, არამედ ბრილიანტის ქორწილი.

საუბარია კირკ დუგლასა და ენ ბეიდენზე. მეუღლეები უკვე 100 და 102 წლის არიან და ისინი თავს ერთად დღემდე ბედნიერად გრძნობენ.

ბედნიერებაა უყურებდე მათ ურთიერთობას. თურმე ისინი პარკში დღემდე ხელჩაკიდებულები დადიან, ერთმანეთს ეხუტებიან და გაუთავებლად იღიმებიან. ეს ნამდვილად საოცნებო წყვილია ! აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ასეთი წყვილების მეშვეობით შეიძლება ვირწმუნოთ ჭეშმარიტი სიყვარულის არსებობა. გასაკვირია ისიც, რომ ისინი ისევ ისე მარტივად და გულწრფელად შეყვარებულები არიან, როგორებიც ახალგაზრდობაში იყვნენ.

ისევე როგორც ნებისმიერი წყვილის მსგავსად, მათ შორისაც ყოფილა ჩხუბი და პრობლემები, მაგრამ ისინი ყოველთვის ახერხებენ მათ მოგვარებას. ჰოლივუდელი წყვილის თანაცხოვრება გვარწმუნებს, რომ ნამდვილ გრძნობებს საზღვრები არ გააჩნია.

ნახევარ საუკუნეზე მეტი იყო თანაცხოვრებაში ადამიანთან ეს უკვე ნამდვილი გმირობაა! ფიქრობენ იმასაც, რომ წყვილს აქვს საიდუმლოებები, რომელთა წყალობითაც მათი კავშირი ასე მყარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g