LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„100%-იანი გრანტი.. ჭკვიანური შრომით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. იბრძოლეთ მათთვის!“ – საერო სკოლა „ლომისი1“ წარმატებული აბიტურიენტის ისტორიას გვიზიარებს

1186
ლუკა ფორელიანი

საერო სკოლა „ლომისი1“ საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას ამცნობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი მოსწავლე ლუკა ფორელიანმა „თავისუფალი უნივერსიტეტის“ 100%-იანი გრანტი მოიპოვა.

„ლომისი1“ ლუკას ისტორიას მისი მონათხრობით აღწერს:

„აბიტურიენტობა ჩემი ცხოვრების მეტად გამორჩეული და საინტერესო პერიოდი იყო. ვალდებული ვიყავი, როგორც საკუთარ თავთან, ისე თითოეულ მასწავლებელთან, დამეფასებინა მათი და ჩემი შრომა, მიმეღწია სასურველი შედეგისთვის და გამემართლებინა იმედები. ბედნიერი ვარ, რადგან შემიძლია ვთქვა, რომ მე ეს შევძელი.

მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელს, დირექციის ყოველ წევრს თავდაუზოგავი შრომისთვის, სიყვარულისთვის, გვერდში დგომისა და გამხნევებისათვის.

სკოლა „ლომისში“ გატარებულმა თორმეტმა წელმა უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემი განვითარების, წინსვლის პროცესში. სკოლა „ლომისი“ არის ერთი დიდი ოჯახი, რომელშიც სიყვარული, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა პრიორიტეტულია. მადლიერი ვარ, რომ მე ამ ოჯახის სამუდამო წევრი ვარ.

ჩემთვის, „ლომისელობა“ დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგაც გავაგრძელებ „ლომისელის“ სახელის ღირსეულად ტარებას.

მომავალ აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ თითქმის ყველაფერი მათ ხელშია. ჭკვიანური შრომით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. იბრძოლეთ მათთვის!

საზოგადოებას კი შევახსენებდი, რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“. – წერს სკოლა „ლომისი1“ და ლუკას წარმატებებს უსურვებს.

 

? გაიცანით ?
❤️ ლუკა ფურელიანი ?
❤️ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი ?
100 %-იანი გრანტი ?

? #გაეცანით ლუკას #ისტორიას…

Posted by საერო სკოლა “ლომისი1” on Wednesday, September 13, 2023

 

პოპულალურები