LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის ქალმა დღეგრძელობის ალკოჰოლური საიდუმლო დაასახელა

121
15178871_081224-salutes-split

100 წლის ამერიკელმა ქალბატონმა ხანგრძლი სიცოცხლის საიდუმლოება გათქვა. მის შესახებ ABC 7 წერს.

ანაჰაიმის მკვიდრმა მერი ენ როჯერსმა 100 წლის იუბილე აღნიშნა. მიუხედავად ასაკისა, ამერიკელმა ქალმა ცოტა ხნის წინ განაახლა მართვის მოწმობა და წვეულებაზეც წავიდა. გარდა ამისა, მეგობრებისა და ოჯახის წევრების თქმით, როჯერსი კვლავ აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს, უყვარს კულინარია და მებაღეობა.

თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში როჯერსმა 11 შვილი გააჩინა. 19 წლის ასაკში იგი მოხალისედ წავიდა შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში მეორე მსოფლიო ომის დროს. როჯერსმა დღეგრძელობის საიდუმლოს უწოდა კათხა ლუდი, რომელსაც საღამოს ხუთ საათზე სვამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები