LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას“ – ირაკლი კობახიძე

122
ირაკლი კობახიძე, აქცია პარლამენტთან

„1000 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და „ენჯეოების“ აქტივი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.

ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილი იყო „ნაცმოძრაობის“ და არა საქართველოს პრეზიდენტი – დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის საინტერესო“

„მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ.

„1000 კაცი იკრიბება ყოველდღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ დემოკრატიული გამოხატვის უფლება, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მათ თავიდან ბოლომდე აძლევს საშუალებას, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.

ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველოში „ქართული ოცნება“ განაგრძობს ქვეყნის მართვას შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g