LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

101 წლის ბებო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

91
101 წლის ბებო

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დათო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა.

დავით კობახიძე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის.

„დღეს ჩვენი 101 წლის ბებო დაგვიბრუნდა ოჯახში, რომელმაც კოვიდი დაამარცხა.

დიდი მადლობა უფალს, მისი ენითაღუწერელი წყალობისთვის და რათქმაუნდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს, მათი უძილო ღამეებისთვის, გულისხმიერებისთვის და თავდადებისთვის! თქვენ ხართ ჩვენი დროის გმირები და თქვენი საქმის პროფესიონალები!

დიდი მადლობა ჩემს ერთგულ და საამაყო ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს და ნათესავებს, მათ შორის ბებოს მეგობრებს, რომლებმაც არ მიმატოვეთ ამ განსაცდელში. მე ყოველდღიურად ვგრძნობდი თქვენს ყურადღებას, თანადგომასა და სიყვარულს!

გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

ჯანმრთელობას გისურვებთ!“, – წერს დათო კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები