LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

102 წლის ქალბატონი, რომელსაც ოსვენციმში გერმანელებმა მთელი ოჯახი მოუკლეს, გერმანული „ვოგის” გარეკანს ამშვენებს

190
მარგო ფრიდლენდერი

102 წლის მარგო ფრიდლენდერი, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა და კონცლაგერში ოჯახი დაკარგა, ამჯერად გერმანული „ვოგის“ გარეკანზე ბრწყინავს.

მარგო 1921 წლის 5 ნოემბერს ბერლინში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი ოჯახი ოსვენციმში მოკლეს, თავად მარგო 15 თვის მანძილზე სხვადასხვა ოჯახში იმალებოდა, მან უდიდესი ტერორი, დამცირება და საშინელება გამოიარა. მოზარდობისას მან ცხვირის ოპერაციაც კი გაიკეთა, რომ არავის ეცნო. მარგო ფრიდლენდერი მაინც მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში, ის ებრაელებმა თავად დაასმინეს, თუმცა, მომავალი ქმრის წყალობით გადარჩა. წყვილი ამერიკაში გაიპარა და ასე მოახერხა გადარჩენა.

მისი ისტორია მოსმენილი აქვს უამრავ მოსწავლეს გერმანულ სკოლებში. ასევე მის სახელს ატარებს პრემია, რომელსაც ყოველ წელს გადასცემენ რასიზმთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. 102 წლის მარგო ამჯერად გერმანული „ვოგის“ გარეკანს ამშვენებს, ის ულამაზეს ბაღში წითელ პალტოში, ვარდისფერ პიჯაკში და ყვავილებიან ორეულში პოზირებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები