LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

102 წლის ქალმა მოგზაურობა ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარ გასაღებად დაასახელა

25
0_Christine-Miller

შოტლანდიელმა კრისტინა მილერმა 102 წლის იუბილე აღნიშნა და თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც გაამხილა. მისი ცხოვრების შესახებ Edinburgh Live წერს.

ახალგაზრდობაში ქალმა მთელი მსოფლიო მოიარა: ის ამერიკისა და აზიის ქალაქებში მოგზაურობდა, ცხოვრობდა მალაიზიაში. მისი თქმით, სწორედ მოგზაურობის სიყვარული გახდა მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლო.

„ახალი კულტურების გაცნობა სულს მუდმივ ახალგაზრდობას უნარჩუნებს. მე იმდენი ჯადოსნური მომენტი მქონია, რომელთაც დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ.“

მილერმა დაბადების დღე სათნოების სახლში, ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. დღესასწაულზე იყო ბევრი ბუშტი, მუსიკა და დიდი ტორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები