LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

104 წლის ასაკში ცნობილი მეცნიერი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა

237
ელენე აბაშიძე

104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი, გეოლოგი, მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა.

ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმის შესწავლაში.

მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ელენე აბაშიძის სადოქტორო ნაშრომი შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ, ხოლო თავად ავტორი დაჯილდოებულია მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის მინიჭებული “წლის ქალის” საპატიო წოდებითა და შესაბამისი სიგელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g