LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

104 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც გაამხილა

60
South-Florida-Woman-Celebrates-104th-Birthday

104 წლის ქალმა დაბადების დღე აღნიშნა და თავისი ჯანმრთელობის საიდუმლოზეც ისაუბრა.

ლოს-ანჯელესში მცხოვრებმა სილვია არმენტეროსმა იუბილე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად იზეიმა. ქალი აშშ-ში კუბიდან 1959 წელს გადმოვიდა და მას შემდეგ ნიუ-იორკში ძიძად მუშაობდა. სილვიას დაბადების დღეს მისი აღზრდილებიც ესწრებოდნენ.

2021 წლის ბოლოს მოხუცი კორონავირუსით დაინფიცირდა და მედიკოსთა გასაკვირად, ვირუსი რამდენიმე კვირაში უპრობლემოდ დაამარცხა. თავისი სიცოცხლის საიდუმლოდ კუბელი ცხოვრების სიყვარულს, ოჯახის მხარდაჭერას და ცეკვებით გატაცებას თვლის.

„როდესაც მოვედი, დედამ მითხრა რომ ასეთი წვეულება მომავალ წელსაც უნდა მოვაწყოთ. ის დარწმუნებულია, რომ 110 წლამდე იცოცხლებს და ამაში ეჭვი არც მე მეპარება…“ – უთხრა ჟურნალისტებს სილვიას ვაჟმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები