LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

105 წლის ქალმა სირბილში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და შედეგით უკმაყოფილო დარჩა

74
Capture

105 წლის ამერიკელმა ჯულია ჰოკინსმა გინესის ახალი რეკორდი დაამყარა. ლუიზიანის შტატში მცხოვრებმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში 100 მეტრიანი დისტანციის გარბენა 62,95 წამში შეძლო.

საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგის მიუხედავად, ჰოკინსი მიღწევით ძალიან უკმაყოფილო დარჩა და აღნიშნა, რომ 100 მეტრის დაფარვას 1 წუთზე ნაკლებ დროში გეგმავდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სხვადასხვა თამაშებში მონაწილეობას 80 წლიდან იღებს და ველორბოლაში ოქროს მედლის აღებაც მოახერხა. სამწუხაროდ, შემდეგ მისი ასაკის მოწინააღმდეგეები აღარ დარჩნენ, ამიტომ ქალს სპორტის სახეობის შეცვლა მოუხდა.

100 წლის ასაკში ჯულია სირბილით დაინტერესდა. „მიყვარს სირბილი, მიყვარს სხვებისთვის კარგი მაგალითის მიცემა. მინდა სირბილი იქამდე გავაგრძელო სადამდეც შევძლებ. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ – ფიზიკური აქტიურობა ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჯანმრთელობისა და ბედნიერების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები