LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიგერიელმა ექიმმა გინესის ახალი რეკორდი დაამყარა – მან მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატი შექმნა

110
Nigerian-mans-108145-square-foot-drawing-is-the-worlds-largest (1)

ნიგერიელმა ექიმმა, რომელიც გარდა თავისი მთავარი პროფესიისა, ხატვითაა გატაცებული, მსოფლიო რეკორდი მოხსნა. სააგენტო Upi-ს ინფორმაციით, ფოლა დევიდ ტოლარამ 10, 814 კვადრატული ფუტის ზომის ნახატი დახატა.

31 წლის მედიკოსმა თავისი ქმნილებისთვის 5000 ადგილიანი სტადიონი შეარჩია და ნახატს ის წყალგამძლე მარკერებით რამდენიმე დღის განმავლობაში ხატავდა.

რაც შეეხება თავად ნახატის შინაარს, ტილოზე გამოსახულია ნიგერიის რუკა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის კულტურული მახასიათებლები, ხალხი და სხვა საინტერესო ელემენტები.

„ნიგერია მულტი კულტურული და მულტი ნაციონალური ქვეყანაა. მინდოდა შემექნა რამე, რაც ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენებდა ამ ნაციონალური მრავალფეროვნების და ღირსებების შესახებ.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები