96 წლის ეილინ ჩინი, რომელიც იამაიკაში დაიბადა და ამჟამად მაიამიში ცხოვრობს, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მოქმედი კულინარიული ბლოგერი ქალი.
ეილინი შვილიშვილთან, ლუკას ვონგთან ერთად სოციალურ ქსელებში იამაიკურ ტრადიციულ კერძებს ამზადებს და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ოჯახურ რეცეპტებს აუდიტორიას უზიარებს. მათი ვიდეოები TikTok-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და Facebook-ზე საერთო ჯამში დაახლოებით 3 მილიონ გამომწერს იზიდავს.

შეფ-მზარეულმა კერძების მომზადება 5 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო 1950-იან წლებში მეუღლესთან ერთად იამაიკაში საკუთარი საცხობი გახსნა. დღეს მისი ძველი, ხელით დაწერილი რეცეპტები ინტერნეტში ახალ სიცოცხლეს იძენს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი იამაიკური ღვეზელები, ტრადიციული ნამცხვრები და სხვა ეროვნული კერძები.
გინესის რეკორდის მიღების შემდეგ ეილინმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდ ბედნიერებას მისთვის მომავალი თაობისთვის კულინარიული ცოდნის გადაცემა და იმის ხილვა წარმოადგენს, თუ როგორ ამზადებენ ადამიანები მის ოჯახურ რეცეპტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.