LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დგება საქართველო! ფეხზე საქართველო! მთელი საქართველო! ისმის საქართველო! შენი ხმა საქართველო…“-რატი ამაღლობელი

141
8e6ca585a11d7f0ac2d745c013c37082

პოეტი რატი ამაღლობელი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლივიდა.

მისი თქმით, ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე – ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს.

„ოქტომბერი არის ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანი. ახლა, ჩვენი ტყეები სხვადასხვა ფერით არის აჭრელებული! ბუნებაში დათრგუნულია ნაცრისფერი და ერთფეროვანი,

ოქტომბერში აყენებს ქართველი კაცი ღვინოს, ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე, ღვინობის თვე, ოქტომბერში ჩვენი მრავალხმიანობა, ჩვენი მრავალეროვანი კულტურა უნდა შევიდეს პოლიტიკაში, ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს. ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში!

როდესაც შევიკრიბეთ 11 მაისს ევროპის მოედანზე, მაშინ ერთად დავდეთ გამარჯვების ფიცი. მინდა ეს ფიცი გავიმეოროთ:

დგება საქართველო! ფეხზე საქართველო! მთელი საქართველო! ისმის საქართველო! შენი ხმა საქართველო, ბნელი რომ გავათენოთ, ღამე რომ გავათენოთ, ერთხმად გავამღეროთ, მე ვარ საქართველო, შენ ხარ საქართველო, ჩვენ ვართ საქართველო. კვლავ გამარჯვებული, მკლავგამარჯვებული, გულგამარჯვებული, სულ გამარჯვებული, გამარჯვებული საქართველო. საქართველო! საქართველო!

საქართველო გაიმარჯვებს. მრავალფეროვანი საქართველო გაიმარჯვებს“, – აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g