LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 40 ადამიანი

106
Capture

29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 40 ადამიანი. აქედან, აქციის 36 მონაწილე,  მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.

გარდა ამისა, ადგილზე, პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ სხვა აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g