LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრ რაღაცაზე აქვთ ინფორმაცია და მივიღეთ პირობა, რომ იქნება ძალიან კონკრეტული გზავნილები “ქართული ოცნების” მისამართით” – გურამ როგავა ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ

158
ბარიერგადალახული პარტიების ბრიფინგი

ევროპის საბჭოს დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქციებზე დაზარალებულ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს შეხვდა.

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავა, “ტვ პირველის” ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, დაზარალებული მოქალაქე, დავით გოგილაშვილი და სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციების წევრები.

„დელეგაციის მისამართით, პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ გარდა განცხადებისა, კონკრეტული ნაბიჯებიც გვჭირდება მათგან“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ფორმულას” ჟურნალისტმა გურამ როგავამ.

მისი თქმით, დელეგაციის წევრები ინფორმირებულები არიან და კონკრეტული გზავნილები ექნებათ „ქართული ოცნების“ მიმართ.

„დაწვრილებით ვისაუბრე კონკრეტულად ჩემს საქმეზე, იმის შესახებ, რომ გამოძიებას ამ დრომდე არაფერი კონკრეტული არ გაუკეთებია.

ვუთხარი, რომ მათი ნეიტრალური განწყობა აძლიერებს ამ რუსულ სისტემას, რომელიც მიზანმიმართულად უსწორდება ამ შემთხვევაში კრიტიკულ მედიას იმისთვის, რომ დაგვაშინოს და ამ ფორმით ჩაახშოს ხმა ამ ქვეყანაში. მათი განწყობა იყო ძალიან მკაფიო, ბევრ რაღაცაზე აქვთ ინფორმაცია და მივიღეთ პირობა, რომ იქნება ძალიან კონკრეტული გზავნილები “ქართული ოცნების” მისამართით”, – განაცხადა გურამ როგავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g