LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11, 12 და 13 ოქტომბერს ზუგდიდში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შეჩერდება

317
1

11, 12 და 13 ოქტომბერს ზუგდიდში მართვის მოწმობისთვის პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გამოცდის შეჩერება სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის სამსახურში დაგეგმილ პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ განახლებას უკავშირდება.

“ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში ზუგდიდის სამსახურში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომსახურების სააგენტოს ცნობითვე, საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 15 ოქტომბრიდან, ზუგდიდის სამსახურში მართვის უფლების მიღების მსურველები “B” კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g