11 აპრილს, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში უკრაინელი და ქართველი არტისტები უკრაინის მხარდამჭერ, ერთობლივ სოლიდარობის აქცია-კონცერტსა და ტელემარათონს გამართავენ.
საქველმოქმედო საღამო უკრაინაში თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს მიეძღვნება. მარათონის მიზანია რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება.
შემსრულებლები:
- ლვოვის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი
- საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით
- ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები
- ჯამალა
- ნინო ქათამაძე
- ბექა გოჩიაშვილი
- გიორგი ცაგარელი
- სოფო ბათილაშვილი
- ლიზი რამიშვილი
- პაპუნა შარიქაძე
- თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი
სპეციალური სტუმარი: მაშა ეფროსინინა
მარათონს გაუძღვება ნინო კასრაძე.