11 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გიო ხუციშვილის საღამო „მომეფერე და მოგეფერები“ გაიმართება, რომელსაც SPARKS წარმოადგენს. კონცერტი განსაკუთრებული მუსიკალური მრავალფეროვნებით და პოპულარული შემსრულებლების მონაწილეებით გამოირჩევა.
საღამოზე ქართული მუსიკის ვარსკვლავები შეასრულებენ ცნობილ სიმღერებს. კონცერტში მონაწილეობენ ისეთი მომღერლები, როგორებიცაა: ნატო გელაშვილი, ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი, მერაბ სეფაშვილი, მაია ჯაბუა, დათო ევგენიძე, ეკა ჭაჭიაშვილი, თემურ თათარაშვილი, ზუკა ხუციშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, ლუკა ჭოხონელიძე, გიორგი ჭოხონელიძე, შვიდკაცა, ქართული ხმები, ალილო, თეატრალურის კვარტეტი.
კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.