მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 1500-მდე რესპოდენტი მონაწილეობდა დაამტკიცა, რომ ქალისთვის მამაკაცის შესაცნობად 5-6 შეხვედრა საკმარისია. ამ დროს მამაკაცები ხშირად ერთჯერადი ემოციებით ცხოვრობენ და პირველივე პაემანის შემდეგ ურთიერთობას ასრულებენ. მოდით ვნახოთ, რა აიძულებს მამაკაცს უფრო ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობაზე იფიქროს:
მინიმალისტური მაკიაჟი
კვლევამ აჩვენა, რომ რაც ნაკლებია მაკიაჟი, მით ბუნებრივია ქალბატონი მამაკაცის წარმოსახვაში.
ბუნებრიობა ურთიერთობაში
არასოდეს შეეცადოთ შექმნათ ისეთი იმიჯი, რომელიც შორსაა თქვენგან. ეს ყოველთვის შესამჩნევია.
ინტელექტი
ცხადია მამაკაცებს სიამოვნებთ, როცა ქალს ყველა თემაზე შეუძლია საუბარი, თუმცა აქაც გადაჭარბება არ ღირს. თუ თქვენ შეძლებთ მამაკაცს მხარი აუბათ მისთვის საინტერესო თემებზე საუბრით, ეს ფანტასტიკურია.
ღიმილი
თქვენი ღიმილი მაგნიტივითაა. კვლევა აჩვენებს, რომ ქალი, რომელიც იცინის მამაკაცის ხუმრობებზე და თავადაც აქვს იუმორის გრძნობა, მარტო არასოდეს დარჩება.
გრძელი და ჰაეროვანი ქვედაბოლო
კიდევ ერთი კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ პირველ პაემანზე ქალი ბევრად სექსუალურია გრძელ ჰაეროვან კაბაში, ვიდრე მინი-ქვედაბოლოსა და დეკოლტეში.
პარფიუმი
როგორც წესი, პარფიუმს მამაკაცის გულის მოგებაში პირველი ადგილი უკავია. სპეციალისტები გვირჩევენ, პირველ პაემანზე ვიპკუროთ სუნამო, რომელიც შეიცავს ვანილის სურნელს. ეს უკანასკნელი სინაზესთან ასოცირდება. ასევე სუნამო ჟასმინის არომატით, რომელსაც მაცდურობის სინონიმს უწოდებენ.
თამამი მზერა
აღმოჩნდა, რომ როცა მამაკაცს უყურებთ თვალებში, ამით აგრძნობინებთ, რომ არაფრის გეშინიათ.
ინდივიდუალიზმი
ის, რომ მაკაკაცები ქალბატონებში ბარბის ეძებენ, მხოლოდ თეორიაა. რეალურად კი ჯობს, აქცენტი ინდივიდუალურობაზე გააკეთოთ, რაც ბევრად უკეთეს შედეგს მოგცემთ.
სექსუალური მხრები
ეს ფაქტიც სამედიცინო დონეზე დამტკიცებულია. ამდენად თქვენ ფანტაზიაზეა დამოკიდებული, როგორ გაუსმევთ ხაზსს თქვენი მხრების სექსულურობას.
ჭორფლები
ჭორფლები მამაკაცებს სექსუალურად ეჩვენებათ. ამიტომ თუ გაქვთ, არ დამალოთ „მაკიაჟით“.
იდუმალი სექსუალურობა
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ მამაკაცის გულის მოსაგებად, არ უნდა კეთდებოდეს შესამჩნევად. ყველაფერი ზემოთხსენებული უნდა მუშაობდეს ქვეცნობიერ დონეზე ისე, რომ თავად არ ყვიროდეთ თქვენივე სექსუალურობის შესახებ.