LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წელი მოიხადა, გამოვიდა და მოკლა – დეტალები გურჯაანში მომხდარი მკვლელობიდან

1539
მკვლელობა

გვიან ღამით გურჯაანში მომხდარი მკვლელობიდან ახალი დეტალები ირკვევა. როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, მის შვილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი, ხელზე, თავში და ფეხის არეში.

“დუელი დაუნიშნა ჩემს შვილს, დაჭრა გულში და მოკლა, წავიდა ციხეზე. 11 წელი მოიხადა ბალღმა, გამოვიდა და ახლა მოკლა. ერთი ხელში აქვს გარტყმული, თავში და ფეხში, დანგრეულია ბალღი,”- აცხადებს გარდაცვლილის მამა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 წლის წინ, ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი სასიკვდილოდ დაჭრა და ჩადენილი დანაშაულისთვის მისჯილი 11 წელი მოიხადა.

ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

რაც შეეხება მომხდარის მიზეზს, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მკვლელობა არ უკავშირდება შურისძიებას, რომლის შესახებაც მოკლულის ოჯახის წევრები საუბრობენ.

სასტიკი მკვლელობა გუშინ მოხდა. როგორც ირკვევა, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. ახალგაზრდა კაცს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, აქედან ერთი თავის არეში, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები