LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლის გოგონას სავარაუდო ნიშნობის შესახებ ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო

90
ომბუდსმენი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევა დაიწყო.

საუბარია ვიდეო მასალაზე, სადაც ასახულია 11 წლის გოგონას ნიშნობა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც სამართლდამცველებს მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების მუხლით არის მიმდინარეობს.