LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„110 კილო ვიყავი…“ – როგორ დაიკლო მსახიობმა შოთიკო ნოზაძემ 20 კილო 3 თვეში

108
შოთიკო ნოზაძე

მსახიობი შოთიკო ნოზაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო 20 კილოგრამის დაკლება.

– ერთი პერიოდი, საკმაოდ აკრიფე წონა და დიეტის დაცვა მოგიწია. როდის იყო ეს და როგორ დაიკელი?

– დაახლოებით, 2-3 წლის წინ პიკი მქონდა – 110 კილომდე ავედი. სხვათა შორის, მე ძალიან მალე ვკრეფ წონას და მერე ძალიან მალე ვიკლებ ზედმეტ კილოგრამებს, ამის პრობლემა არ მაქვს. თუ მოვინდომე, 3 თვეში 15 კილოს უპრობლემოდ დავიკლებ. მაშინ კი, როცა წონის პიკზე ვიყავი, 20 კილო დავიკელი 3 თვეში – ვარჯიშით და სწორი კვებით. გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი კერძების დაგემოვნება და ცოტა გამიჭირდა კვების შეზღუდვა. თუმცა, ყველაფერი ფსიქიკიდან მოდის და თუ თავს შემოუძახებ, ყველაფერს შეძლებ. ასე რომ, მეც შემოვუძახე და არ გამიჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g