LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ჯიპას სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

130
472855995_1340490084017205_7661568469788370307_n

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ჯიპას სტუდენტებმა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა 18 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე პროტესტის ნიშნად დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ სოლიდარობის განცხადება გაეკეთებინა.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც სოლიდარობა მხოლოდ დაზარალებულებს გამოუცხადა. ასევე, მიუთითა, რომ „მხარს უჭერს დაკავებულებზე კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათების გავრცელებას მათი პატიმრობიდან განთავისუფლების მიზნით. მათ შორის მსახიობებზე – ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეზე”.

სტუდენტები ამ განცხადებას გაემიჯნნენ და მას სამარცხვინო და მათთვის მიუღებელი უწოდეს.

ისინი უნივერსიტეტის ფოიეში პროტესტს აგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g