LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

111 წლის ბრიტანელი მსოფლიოს უხუცესი კაცია

117
skynews-john-alfred-tinniswood_6511327

მსოფლიოს უხუცესი მაცხოვრებლის წოდებას ამიერიდან ბრიტანელი ჯონ ტინისვუდი ატარებს. ამის შესახებ BBC წერს.

ინგლისის მკვიდრი ამჟამად მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. პენსიონერი ყველას ურჩევს, რომ მუდამ ავარჯიშონ გონება და ყველგან და ყველაფერში ზომიერება გამოიჩინონ. სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოდ მამაკაცი რეგულარულ ლაშქრობებს მიიჩნევს და ასევე აზუსტებს, რომ კვირაში ერთხელ ბრიტანული კერძის „ფიშ ენდ ჩიფსის“ მირთმევაც აუცილებელია.

ჯონი 1912 წლის 26 აგვისტოს დაიბადა, 1942 წელს საყვარელ ქალზე ბლოდვენზე დაქორწინდა. წყვილს ერთი შვილი სიუზანი შეეძინა.

შეგახსენებთ, რომ წარსულში უხუცესი კაცის ტიტულს ვენესუელელი ხუან ვისენტე პერეს მორასი ატარებდა და ის რამდენიმე დღის წინ 114 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები