112-ის მომსახურების საფასური 20-დან 50 თეთრამდე გაიზრდება. ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები 112-ის მომსახურების საფასურს კვლავ ყოველთვიურად გადაიხდიან. საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, სწორედ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება საფასურის ზუსტი ოდენობა. ამავე დადგენილებით მომსახურების საფასურის გადამხდელი პირების წრე და სხვა საკითხებიც განისაზღვრება.
ცვლილებების მიხედვით, 112-ის მომსახურების საფასური არ შეიძლება იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი. მას შემდეგ, რაც ცვლილებები ძალაში შევა, ფიზიკურ და იურიდიულ პირების 112-ის მომსახურების საფასურის ერთნაირი ოდენობის გადახდა მოუწევთ.
საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდებიან მხოლოდ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
ამ დროისთვის, წლის ბოლომდე მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრია, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 50 თეთრი.