27 სექტემბერს, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდანახში, სასტუმროს „ამპელო“ ტერიტორიაზე, ღვინის კომპანიის „კარდანახი 1888“ ორგანიზებით, კარდანახის რიგით მეხუთე ღვინის ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ კარდანახის ღვინის ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა გვანცა აბაშიძემ ისაუბრა:
ფესტივალის სტუმრებს საშუალება მიეცემათ გასინჯონ და დააგემოვნონ ადგილობრივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები, ასევე მონაწილეობა მიიღონ:
- ყურძნის დაწურვაში
- ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში
- ჩურჩხელის ამოვლებაში
- კახური შოთის გამოცხობაში
- მწვადის შეწვაში
- სხვადასხვა მასტერკლასსა და აქტივობაში
ღონისძიება გაიმართება ცოცხალი მუსიკის თანხლებით.
ფესტივალის მიზანია, კარდანახის ღვინისა და ადგილწარმოშობის ღვინოების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა, უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობა.
ფესტივალზე დასწრება უფასოა.