LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 დეკემბერს აქციაზე დაკავებულებს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ

144
1575983096-177504

12 დეკემბერს პარლამენტის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა დაკავებული 16 პირიდან 4-ის საქმეზე გადაწყეტილება გამოაცხადა. ალიკა კუპრავას 2 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ალექსანდრე დავლაძესა და დავით კაკაურიძეს კი 1 500 ლარიანი. რაც შეეხება, ლევან გახელაძეს, სასამართლომ ის სამართალდამრღვევად არ მიიჩნია და მის წინააღდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.

შეგახსენებთ, 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სულ 16 ადამიანი დააკავა. მათ შორის არის ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g