LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“12 ხმას ოცნება გვასესხებს?” – ალეკო ელისაშვილი უნდობლობის გამოცხადებას უპერსპექტივოდ მიიჩნევს

75
ალექსანდრე-ელისაშვილი

“მთავრობისთვის უნდობლიბის გამოცხადების პროცესს დიდი სიამოვნებით შევუერთდებოდი, რაიმე პერსპექტივა რომ ჰქონდეს, მაგრამ სანამ ასეთ რამეს დააბრეხვებ კანონში უნდა ჩაიხედო,” – ალეკო ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან გაცილებით ლოგიკური და ადეკვატური იქნება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს.

76 ხმაა საჭირო, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადო, ოპოზიციაში 64 დეპუტატი ვართ. 12 ხმას “ქართული ოცნება” გვასესხებს?!

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მთავრობას უნდობლობას ვერ გამოუცხადებს, ხოლო არასწორი მოლოდინების გაჩენით, ნიჰილიზმს ქმნის.

“გულდასაწყვეტია, ოპოზიციის ერთი ნაწილის ასეთი არასერიოზულობა და დაუკვირვებლობა. სულ მცირე 76 ხმა არის საჭირო იმისთვის, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადო. ოპოზიციაში 64 დეპუტატი ვართ. 12 ხმას “ქართული ოცნება” გვასესხებს?! უპერსპექტივო ძალისხმევაა და დროის ასეთ უპერსპექტივობაზე კარგვას აზრი არა აქვს”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

 

mazda magti 5g