LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1,2 მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ Corvette მუზეუმს შესწირეს

57

ფლორიდელმა მარკ ბლეკველმა თავისი მეხუთე თაობის Chevrolet Corvette კენტუკის შტატში მდებარე National Corvette Museum-ს შესწირა. ავტომობილს ორიგინალი ძრავი აქვს შემორჩენილი, მან 1 240 000 კილომეტრი გაიარა.

მარკმა Corvette 1990 წელს შეიძინა და მას შემდეგ დღეში საშუალოდ 180 კილომეტრს გადიოდა. მისი განცხადებით, ეს შესანიშნავი ავტომობილია და მასთან არანაირი პრეტენზია არ აქვს. ერთხელ ავტომობილმა მისი სიცოცხლეც კი გადაარჩინა: წინ მიმავალ სატვირთოს ბამპერი მოსძვრა, მარკი კი შემთხვევით გადაურჩა.

2014 წელს National Corvette Museum-ს იატაკი ჩაუვარდა და 12 მეტრიანმა ორმომ 9 კორვეტი ჩაიტანა. მათ შორის იყო 2009 წელს გამოსული ავტომობილი, რომლის გარბენიც 1,5 მილიონ კილომეტრს შეადგენდა.

მუზეუმის კურატორი, დერეკ მური აღნიშნავს, რომ თითოეულ ავტომობილს თავისი უნიკალური ისტორია აქვს.

მეხუთე თაობის Chevrolet Corvette 1996-2004 წლებში გამოდიოდა. საბაზო ვერსია 5,7 ლიტრიანი მოცულობის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 35 ცხენის ძალას ავითარებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები