დღეს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო საღამოს, 17:00-დან 18:06 საათამდე, რადგან ეს არის მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ამ პერიოდში მთვარის უარყოფითი ენერგია იწვევს ყურადღების დაქვეითებას, რის შედეგადაც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მოთხოვნილია როგორც მძღოლებისთვის, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის.
ცის კაბადონზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა: დღეიდან 3 მაისამდე გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა (მერკური) გადადის ვერძის ნიშანში და ამ ზეგავლენის შედეგად ადამიანებში გაამახვილებს გონებამახვილობას, კომუნიკაბელურობას, ორგანიზატორულ მონაცემებს, აქტიურ აზროვნებასა და ლიდერულ თვისებებს, თუმცა მოიმატებს სულსწრაფობა, ეგოიზმი და ამბიციები. ამ ნეგატიურ ტენდენციებს ყურადღება მიაქციეთ, ხოლო დადებითი გამოავლინეთ როგორც წარმატების ფაქტორი.
დღის რეკომენდაცია – დღე კარგია სავაჭრო გარიგებებისთვის, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის, იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის, ფოტოგრაფიისა და კულინარიისთვის. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მალე ახდება. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ნებისმიერი სახის გადაადგილება ნაყოფიერი იქნება.
პარტნიორული ურთიერთობები – დღეს საიდუმლოებები ადვილად მჟღავნდება, ამიტომ მოერიდეთ ფარულ სასიყვარულო კავშირებს. მოერიდეთ დიქტატორულ გამოვლინებებსა და სულსწრაფობას ურთიერთობებში.
ჯანმრთელობა – სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემები, ასევე ტერფები, თავის არე და თვალები. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. მოერიდეთ ტერფების მასაჟს, პედიკურის გაკეთებას, ანალიზების ჩაბარებასა და ექოსკოპიას. ნუ გამოიყენებთ ბიოდანამატებს საკვებ რაციონში.
დღის მინერალები და ფერები – კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები: მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, ლალი, მარჯანი და ამეთვისტო. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ იისფერს, ვერცხლისფერს, მწვანეს, ლურჯს, წითელსა და ყვითელს, ეს ტონები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროსა და თევზებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.