LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ოქტომბერს თუშური გუდის ყველის რიგით მეორე ფესტივალი ჩატარდება

138
ქართული-ყველი

12 ოქტომბერს, სოფელ ქვემო ალვანში, აგროტურისტულ მეურნეობაში „ითაბანი”, თუშური გუდის ყველის რიგით მეორე ფესტივალი ჩატარდება.

ფესტივალზე თუშური გუდის ყველთან ერთად წარმოდგენილი იქნება რძის სხვა პროდუქტებიც (ჩოგი, ხმელი კალტი, ერბო), ასევე ღვინო, თაფლი, ბალახეულის ჩაი, მატყლის ნაწარმი და სხვა.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება თუშური გუდის ყველის კონკურსი, ასევე თუშური სამზარეულოს მასტერკლასები – მოწვეული და ადგილობრივი შეფები ტრადიციულ კერძებს (კოტორი, ხინკალი და სხვა) მოამზადებენ.

საფესტივალო სივრცეში მოეწყობა:

  • კვების კუთხე – თუშური და ადგილობრივი კერძების მრავალფეროვანი არჩევანით
  • ფოლკლორის კუთხე – თუშური მუსიკით, ცეკვითა და ტრადიციებით
  • საბავშვო კუთხე – თუშური თამაშობებით
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g