საკუთარ თავში და ავტომობილში დარწმუნებული მძღოლები ნაკლებად აცნობიერებენ, რომ გამართული ტრანსპორტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს უსაფრთხოებას, რადგან ზოგიერთს გზას პირდაპირ შეიძლება ეწოდოს ”ჯანმრთელობისთვის საზიანო”. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიძლება ისეთი გზის პოვნა, რომელიც კარგი იქნებოდა საერთოდ არ გაეყვანათ და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინათ.
* დალტონის გზატკეცილი, ალიასკა
მართალია, გზა საწვავის გადამზიდი ფურგონებისთვის გაკეთდა, მაგრამ ისედაც მოყინულ გზაზე იმდენი ნიშანია, რომელიც მძღოლებს ზვავისა და მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების შესახებ აფრთხილებს, რომ უკეთესია საერთოდ მოერიდოთ მას.
* პრიტჰვის გზატკეცილი, ნეპალი
ჰიმალაის ხედი – პრიტჰვის გზატკეცილის ერთადერთი ღირსებაა. მუდმივად გადატვირთული ასფალტის გზა ისეა დაზიანებული ხშირი წყალდიდობითა და ზვავებით, რომ გაურკვეველია როგორ ახერხებენ მძღოლები მოძრაობას.
* ატლანტიკ როუდი, ნორვეგია
მართალია, კარგ ამინდში 8-კილომეტრიან ატლანტიკ როუდზე მგზავრობა საკმაოდ კომფორტულია, მაგრამ შტორმის დროს თავისუფლად შეიძლება ტალღებმა ავტომობილთან ერთად წაგიღოთ.
* კალიმა, რუსეთი
ყინვა, რომელიც არც ისე იშვიათია ამ მხარეში, ნებისმიერ მოგზაურს გაუფუჭებს განწყობას, თუ რა თქმა უნდა, საერთოდ გადარჩა და პირდაპირ გზაზე, საკუთარ ავტომობილში არ გაიყინა.
* ხო ში მინის ბილიკი, ვიეტნამი და ლაოსი
ვიეტნამის ომის დროს სახმელეთო და საზღვაო გზების სწორედ ეს ქსელი გამოიყენებოდა ფრონტის წინა ხაზზე ტვირთის გადასატანად და სწორედ ამ გზამ განაპირობა ჩრდილოეთ ვიეტნამის გამარჯვება. მართალია, გზა ხშირად იბომბებოდა, მაგრამ მისი აღდგენა დაუყონებლივ ხდებოდა, ის ჭურვები კი, რომლებიც თავის დროზე არ აფეთქდა ისევ გზის შემოგარენში ყრია. სხვადასხვა მონაცემებით, მხოლოდ ლაოსის მონაკვეთზე შეიძლება 80 მილიონზე მეტი გასანაღმი ჭურვის პოვნა.
* სიკვდილის გზა, ბოლივია
როგორც ამბობენ, ყოველდღიურად გზაზე 300-მდე ადამიანი იღუპება. საკმარისია, მძღოლმა რამდენიმე წამით მოადუნოს ყურადღება და თავისუფლად შეიძლება 3-კილომეტრიან ხევში გადაიჩეხოს.
* სტელვიოს უღელტეხილი, იტალია
21-კილომეტრიანი გზის გავლა და 48 მოულოდნელი მოსახვევის დაძლევა, არც ისე მარტივია. ბევრმა ენთუზიასტმა სცადა და ძალიან ინანა.
* მილიონი დოლარის გზატკეცილი, კოლორადო
”მილიონი დოლარი უნდა გადამიხადოთ, რომ კიდევ ერთხელ გავიარო ამ გზაზე”, – ლეგენდის თანახმად სწორედ ასე თქვა მოგზაურმა, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გაიარა გზატკეცილზე თავისი ვიწრო მონაკვეთებით და მკვეთრი მოსახვევებით.
* გუოლანის მთის გვირაბი, ჩინეთი
ჩინურად ”გუოლანი” გზას ნიშნავს, რომელიც არავის პატიობს შეცდომას. თავის დროზე ადგილობრივებმა 30 ”ფანჯარაზე” მეტი ამოჭრეს კლდეში და სწორედ ასე მოეწყო გვირაბი, რომელსაც დღეს ტურისტები უფრო ხშირად სტუმრობენ, ვიდრე მძღოლები.
* ლუქსორ-ჰურგადას ტრასა, ეგვიპტე
მართალია, ტრასა უმოკლესია ორ ქალაქს შორის, მაგრამ ძარცვათა უმრავლესობა სწორედ ამ გზაზე ხდება და სხვათაშორის, არა მარტო ღამის საათებში.
* კარაკორუმის გზატკეცილი, ჩინეთი და პაკისტანი
1960-იან წლებში, ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტი თამამად ატარებდა მსოფლიოს მერვე საოცრების ტიტულს. თუმცა, არავინ იცოდა, რომ მის მშენებლობაზე 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
* თანამეგობრობის გზატკეცილი, ფილიპინები
12-კილომეტრიან გზაზე, 18 სამოძრაო ზოლია, გაუმართავი დრენაჟული სისტემა კი, წვიან ამინდში პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის გადაადგილებას.