12 საარჩევნო უბნის მონაცემებით, მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება. ეს მონაცემები ცესკოს საიტზე 12 საათისთვის ატვირთულ 12 უბნის ოქმების შედეგებით იკვეთება.
ყველაზე მეტი ხმა ქართული ოცნების კანდიდატმა, ლადო კახაძემ მიიღო. მას მხარი 2 380-მდე ადამიანმა დაუჭირა. მეორე ადგილზეა თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს ბლოკის კანდიდატი, შალვა შავგულიძე 1 900-ზე მეტი ხმით.
კონკურენტებს შორის სხვაობა თითქმის 580 ხმაა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge საუბნო შემაჯამებელი ოქმები ეტაპობრივად იტვირთება.