LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლამდე ბავშვისთვის მანქანის სავარძელი, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

259
top-pic3-703704

საბავშვო სავარძლების გამოყენება მანქანებში, შესაძლოა სავალდებულო გახდეს. პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას უნდა გამოიყენონ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას.

შესაბამისი კანონპროექტი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ზვიად კვაჭანტირაძემ წარადგინეს. მათი თქმით, რეგულაციები არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

საქართველოში საგზაო უსაფრთხოების პრობლემა საკმაოდ თვალშისაცემია, რასაც ინიციატორების თქმით, ადასტურებს ბოლო წლებში გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზარალებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოში საბავშვო სავარძლის გამოყენების პრაქტიკას მშობლები ნაკლებად მიმართავენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევბაში უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ავტომობილში ბავშვია, პასუხისმგებლობაც დიდია.

magti 5g