LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლიანი პაუზის შემდეგ Bristol-მა ახალი სპორტქარი წარმოადგინა

35

ბოლო 12 წლის მანძილზე პირველად, ცნობილმა ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა – Bristol-მა, ახალი სპორტქარის ფოტოები გამოაქვეყნა. მოდელის კოდური სახელია – Bullet.

ახალი ,,ლამაზმანის’’ შესახებ დეტალური ინფორმაცია  Autocar-ის მეშვეობით გავრცელდა. მათივე ინფორმაციით მოდელის ოფიციალური პრემიერა 26 ივლისს შედგება.

სპორტქარის მახასიათებლებიდან აღსანიშნია 4.8 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავი, რომელიც სპეციალურად Bullet-ისთვის BMW-მ შეიმუშავა.

ძრავი 400 ცხენის ძალის სიმძლავრით განისაზღვრა. აგრეგატი 100 კმ/სთ სიჩქარეს – 5 წმ-ში განავითარებს.

თავდაპირველად სპორტქარი სპიდსტერის ტიპის იქნება, შემდეგ ეტაპზე კი კომპანია კუპეს მოდიფიკაციის გამოშვებასაც გეგმავს.

ავტომობილის ოფიციალური წარმოება 2017 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ამ ეტაპზე, ბრიტანული ავტომწამროებელი ფასთან დაკავშირებით არ საუბრობს.

ახალი ავტომობილი ბრიტანული კომპანიის უკანასკნელი მოდელი იქნება, რომელიც რვაცილინდრიანი ძრავით იქნება აღჭურვილი.