LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის გოგონასა და უფროსი მამაკაცის ქორწილმა მსოფლიო აღაშფოთა

53

შოკისმომგვრელი ქორწილის ვიდეო-ჩანაწერში 12 წლის გოგონა მაკიაჟითა და საქორწილო კაბით პოზირებს, მისი ქმარი კი შუახნის ასაკის მამაკაცია.

რამდენიმე ათეული წლით უფროსი ქმარი კი პატარა გოგონას ეხუტება.ვიდეო ლიბანშია გადაღებული, თუმცა ის ასობით მედიასაშუალებამ გააზიარა.

child-bride-in-Lebanon (1)

საბედნიეროდ, პატარძალი ბავშვი და მისი „ქმარი“ მსახიობები არიან.

დადგმული ვიდეო, რომელსაც 2 მილიონამდე ნახვა აქვს ცივილიზებულ მსოფლიოს ნათლად აჩვენებს მწარე რეალობას – სირიაში, ლიბანსა და სხვა უამრავ ქვეყანაში პატარა ბავშვებს აიძულებენ, ოჯახი შექმნან.

8 წლის ასაკამდე დაახლოებით 15 მილიონი ბავშვია გათხოვილი. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის რიცხვი 1.2 მილიარდს გადააჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g