12 ალექსანდრე ზაზარაშვილმა, რომელიც უკრაინაში მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს, ჟიურისა და დარბაზის მოწონება კიდევ ერთი საოცარი შესრულებით დაიმსახურა.
საბავშვო Voice-ში მან მაქსიმ კომისარჩუკსა და მარია მაჰილნასთან ერთად ბიონსეს Halo შეასრულა, ჟიური აატირა და მომდევნო ტურშიც გადავიდა.
უკრაინული საბავშვო „ვოისის“ ქართველი მონაწილე სოფელ რუისიდან არის. ექვსშვილიანი ოჯახიდან, რომელიც უკრაინაში სპეციალურად საბავშვო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ალექსანდრე ზაზარაშვილმა სიმღერა სელინ დიონის რეპერტუარიდან შეასრულა.
ერთი წლის წინ პატარა მომღერალმა „პირველი არხის“ გადაცემა „რანინაში“ სცადა ბედი და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა მსმენელსა და ჟიურის წევრებზე, თუმცა პროექტი მას არ მოუგია.