მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ მუსიკალური პროექტიდან „რანინა“ გაიცნო და ძალიან შეიყვარა, შემოქმედებით სიახლეებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.
„რანინელები“ საერთოდ სხვა განზომილებაა“ – „რანინელები“ ზაქარია ჭელიძის ობიექტივში
როგორც ირკვევა, ნიჭიერი და არტისტული მომღერალი წიგნზე მუშაობს.
„კონცერტები მაქვს, მაგრამ ასევე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ჩემს წიგნზე მუშაობა. სულ მინდოდა, პატარაობიდანვე, რაღაც ჩემი შემექმნა. 6-7 წლის ვიყავი ზღაპრებს ვიგონებდი, მაგრამ წერა მეზარებოდა. ახლა არ მეზარება [წერა].
ჩემი წიგნი არის რომანი, სასიყვარულო რომანი, დრამა, ცოტა სევდიანია, მაგრამ სევდასთან ერთად სიხარულის ცრემლიც შეიძლება წამოგივიდეს.
რაღაცნაირია, ცხოვრებისეული. შეიძლება, რაღაც კუთხით, ბანალური იყოს – ბიჭს და გოგოს უყვარდებათ ერთმანეთი, ეს მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება, შემდეგ ბიჭი ომში მიდის და იკარგებიან. გოგოს ნანა ჰქვია, ბიჭს სანდრო. ბიჭი მხატვარია და გოგოც ამ მიზნით მიდის, რომ დახატოს..“