LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,12 წლის ვიყავი, როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი. ეს იყო ფანტასტიკური შეგრძნება. სულ სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი” – საბინა ჭანტურიას დებიუტი ქართულ რადიოსივრცეში

190
photo-collage.png (39)

,,ფორტუნა პლუსის” ეთერში, გადაცემაში – ,,უსმინე ახალს” შვედეთში მცხოვრები ქართველი მომღერლისა და კომპოზიტორის, საბინა ჭანტურიას დებიუტი შედგა.

როგორ მოხვდით შვედეთში, საიდანაც იწყება თქვენი მუსიკალური კარიერა?

დავიბადე შვედეთში. მამა სოხუმელი, დედა – შვედია. 12 წლის ვიყავი, როცა საქართველოში პირველად ჩამოვედი. ეს იყო ფანტასტიკური შეგრძნება. სულ სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი. დიდი კონტრასტი იყო. მას შემდეგ ხშირად ჩამოვდივარ და ძალიან მიხარია აქ ყოფნა. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა. ბავშვობიდან ვმღერი. თინეიჯერობის დროს დავწერე პირველი სიმღერა. ვუკრავ გიტარაზე.

მუსიკალური თვალსაზრისით, რამდენად ახლოს არის ქართული მუსიკა თქვენთან?

მუსიკალური ნიჭი ვიცი, რომ საქართველოდან მომყვება. ჩემი მუსიკა მელოდიურია. ტემპერამენტული, შვედური დისციპლინით და სიმშვიდით. მუსიკით ჩემ ფიქრებს, განცდებს გამოვხატავ. პოპ ფოლკსა და პოპ როკს ვასრულებ. არტისტი, რომელმაც ჩემზე გავლენა მოახდინა – მადონაა.

არაერთი მასშტაბური ფესტივალის მონაწილე ყოფილხართ საქართველოს ფარგლებს გარეთ… როგორია იქაური მუსიკალური სივრცე. ვიცით, რომ აქტიურად მოღვაწეობთ შვედეთში და გიცნობენ დიდ ბრიტანეთშიც…

შარშან, ბენდთან ერთად Tbilisi Open Air-ზე გამოვედი. საოცარი თანამშრომლობა გამოვიდა ქართველ მუსიკოსებთან. ასევე რამდენიმე წლის წინ მონაწილეობა მივიღე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ადგილობრივ შესარჩევ ტურში. ძირითადად, ლოს-ანჯელესში ვარ. პირველი ნაბიჯები მუსიკაში 19 წლის ასაკში, ჰოლივუდში, ერთ-ერთ ტალანტ-შოუში მონაწილეობით გადავდგი. განიხილება ჩემი მუსიკის ფილმებში გამოყენება.

რა არის შენი ხელწერა მუსიკაში, რა გამოგარჩევს სხვებისგან?

როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან დისციპლინირებული ვარ და ვიცი, რა მინდა. მიზანდასახულობა ჩემი მთავარი პრიორიტეტია.

Changes – სინგლი, რომლითაც გაგიცნობს ,,ფორტუნა პლუსის” მსმენელი… მოგვიყევი ნამუშევრის შესახებ?

სიმღერა ეხება პირად ცხოვრებას, სირთულეებს, განვითარებას… თუმცა პოზიტიური მესიჯის მატარებელიცაა. ჩაწერილია ამერიკაში. ტექსტი და მუსიკა მეკუთვნის მე.

სამომავლო გეგმების შესახებაც გვითხარით…

ახლო მომავალში ვგეგმავ შვედეთსა და დიდი ბრიტანეთში ფესტივალებზე მონაწილეობას. ასევე ვქმნი ახალ მუსიკასაც, რომელსაც სულ მალე გამოვუშვებ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები