LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ყველაზე უჩვეულო პარკინგი მსოფლიოში

38

მანამ, სანამ საქართველოში პარკინგების სერიოზული პრობლემაა და ცენტრალურ უბნებში ავტომობილების გასაჩერებელი ადგილების დეფიციტია, მსოფლიოში ინოვაციური პარკინგების დანერგვის ბუმია. მაშ ასე: ექსტრემალური, მცურავი და კარუსელი პარკინგები  – 12 ყველაზე უჩვეულო პარკინგი მსოფლიოში.

მარინა სიტი – ჩიკაგო

თუკი სტივ მაქქუინის მონაწილეობით ფილმი ”მონადირე” გინახავთ, ალბათ იცით ორი 65 სართულიანი კოშკი-პარკინგის შესახებაც. მარინა სიტის პარკინგები სპირალს წარმოარდეგენენ, რომელიც მესამე სართულიდან იწყება. თითოეული შენობა 896 ავტომობილს იტევს. კომპლექსი 1964 წელს აიგო.

Parkhaus Engelenschanze – შტუტგარდი

ეს არის მრავალდონიანი პარკინგი, სადაც არის სინათლე, სივრცე და ბევრი მინა. ავტომობილების აწევა-ჩამოწევა კი ისე ხორციელდება, რომ ავტომობილები ერთმანეთს არ კვეთდნენ.

1111 ლინკოლნ როუდი – მაიამი

პროექტი იმავე არქიტექტორებმა დააპროექტეს, რომლებმაც 2008 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის პეკინის ”ჩიტის ბუდე” შექმნეს. პარკინგი მინისა და ბეტონის რთულ არქიტექტურულ ანსამბლს წარმოადგენს და 300 ავტომობილს იტევს. ყოველ სართულზე აივანი აქვს, რომ მძღოლებმა მზის ამოსვლით, ან ჩასვლით ტკბობა შეძლონ. პარკინგი 70 მილიონი დოლარი დაჯდა.

Civic Center Parking Structure – სანტა მონიკა

საპარკინგო კომპლექსი ხელოვნებისა და უმაღლესი ტექნოლოგიების არქიტექტურული გამოვლინებაა. აქვს 14 ადგილი ელექტრომობილებისთვის თავისი დასატენი სადგურებით. ასევე არის სპეციალური პარკინგი ველოსიპედისტებისთვის. შიგნიდან შენობა შუქდიოდებით არის განათებული.

Rheinauhafen – კიოლნი

მიწისქვეშა სადგომი თითქოს არაფრით არის გამორჩეუული ერთის გარდა – ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი საპარკინგო გვირაბია და სამ კილომეტრზეა გადაჭიმული. ინჟინრებს პროექტის განსახორციელებლად 15 თვე დასჭირდათ. თავად მშენებლობა უამრავმა მიწისქვეშა დინებამ გაართულა, რომლებიც მდინარე რეინს ამარაგბენ – გვირაბი სწორედ მდინარის პარალელურად არის განთავსებული.

ექსტრემალური პარკინგი EPA – ედისონი

ნიუ ჯერსიში მდებარე ეს პარკინგი ექსპერიმენტია, რომელიც 2009 წელს დაიწყო და 2019 წელს დასრულდება. ექსპერიმენტის არსია ახალი მასალის სიმყარის გამოცდა ამინდისა და ავტომობილების ზეგავლენის შედეგად. პარკინგის მშენებლობისას სპეციალური ასფალტი და ბეტონი გამოიყენეს, რომელიც ნესტის მიწაში გაწოვას უსწრაფესად ახდენს.

მცურავი პარკინგი – უმიჰოტარუ

თუკი ტოკიოში თქვენი ავტომობილით მოხვდებით, ეს  არის ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ. პარკინგი უმიჰოტარუს ხელოვნური კუნძულზე, შუა ზღვაშია გაშენებული. პარკინგი ფორმით ლაინერს ჰგავს და მასზე მაღაზიები, კაფე ბარები და სხვა დასასვენებელი დაწესებულებებია განლაგებული.

Eureka Tower – მელბურნი

ეს არის შემთხვევა, როდესაც პარკინგს გრაფიკული დიზაინერი აფორმებს. აქსელ პიმოლერმა გადაწყვიტა იატაკსა და კედლებზე სამგანზომილებიანი მინიშნებები გაეკეთებინა. ერთი შეხედვით ასეთი მიდგომა თითქოს უსაფრთხო არ არის, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძალიან სასარგებლოა. Eureka Tower მელბურნის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შენობაშია განთავსებული.

ნეტვუდ პარკინგი – ფულერტონი

გარდა იმისა, რომ პარკინგი 1541 ავტომობილს იტევს, კალიფორნიული უნივერსიტეტის პარკინგს კიდევ ერთი ღირსება აქვს  – ბამბუკისგან და ყვავილებისგან შექმნილი ცოცხალი კედელი. სწორედ ამ მცენარეების წყალობით პარკინგში ჰაერი ყოველთვის სუფთაა.

კარუსელი პარკინგი – ტოკიო

შესაძლოა ეს პარკინგი ფილმიდან ”ფორსაჟი 3: ტოკიოს დრიფტი” გახსოვდეთ, თუმცა ასეთი ტიპის პარკინგი მთელს მსოფლიოში მოიძებნება. კარუსელი პარკინგის შექმნის მიზეზი არა გართობა და მხიარუება, არამედ ადგილის არ ქონაა.

რობოტიზებული პარკინგი – დუბაი

სრულიად ავტომატიზრებულ პარკინგს შეუძლია 765 ავტომობილი სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების ხარჯზე განათავსოს. ერთი საათის განმავლობაში ავტომატიზირებული შენობა 250 ავტომობილს ემსახურება.

მიჩიგანის თეატრი – დეტროიტი

თეატრი 1926 წელს ძრავების ქალაქში გაჩენილი საავტომობილო ბუმისას აშენდა. თეატტრი ჭეს№არიტად დიდებული გამოვიდა, საოცარი სვეტები, მოზაიკა და ხელით შექმნილი ჭაღები… თუმცა, 1976 წელს თეატრი გაკოტრდა და მისი დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს. საბედნიეროდ, გაირკვა, რომ მისი აფეთქებისას მეზობელი შენობების სტრუქტურად დაზიანდებოდა, ამიტომ თეატრი შენარჩუნდა და მასში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩველო პარკინგი განთავსდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები